ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ბოლო 35 წლის პერიოდის საუკეთესო 50 მეკარის სია გამოაქვეყნა.
რეიტინგი დაჯამებულია თითოეული სეზონის საუკეთესო ოცეულის მიხედვით, რის შედეგადაც, 1987-2022 წლების პერიოდის საუკეთესო მეკარედ ლეგენდარული იტალიელი ჯანლუიჯი ბუფონი დასახელდა, რომელიც 45 წლის ასაკშიც თამაშობს და ამჟამად „პარმას“ ღირსებას იცავს.
ხუთეულში ასევე მოხვდნენ იკერ კასილიასი, მანუელ ნოიერი, პეტრ ჩეხი და ედვინ ვან დერ სარი.
აღსანიშნავია, რომ ტოპ 50-ეულში “იუვენტუსის” სამი მეკარეა. ბუფონი საუკეთესოდ დაასახელეს, ხუთეულშია ედვინ ვან დერ სარი (1999-2001 “იუვენტუსში”), ხოლო 38-ე ადგილი ერგო ანჯელო პერუცის (1992-1999 “იუვენტუსში”). გარდა ამისა, საუკეთესო 50 მეკარეში 5 იტალიელია: ხსენებული ბუფონისა და პერუცის გარდა, ვალტერ ძენგა, ჯანლუკა პალიუკა და ფრანჩესკო ტოლდო.
IFFHS-ს ვერსიით 1987-2022 წლების საუკეთესო 50 მეკარის ჩამონათვალი ასეთია:
1. ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია)
2. იკერ კასილიასი (ესპანეთი)
3. მანუელ ნოიერი (გერმანია)
4 პეტრ ჩეხი (ჩეხეთი)
5. ედვინ ვან დერ სარი (ნიდერლანდები)
6. პეტერ შმეიხელი (დანია)
7. ოლივერ კანი (გერმანია)
8. ტიბო კურტუა (ბელგია)
9. ხოსე ლუის ჩილავერტი (პარაგვაი)
10. ვალტერ ძენგა (იტალია)
11. ანდონი სუბისარეტა (ესპანეთი)
12. კლაუდიო ტაფარელი (ბრაზილია)
13. უგო ლორისი (საფრანგეთი)
14. მიშელ პრიუდომი (ბელგია)
15. ფაბიენ ბარტეზი (საფრანგეთი)
16. იან ობლაკი (სლოვენია)
17. დევიდ სიმენი (ინგლისი)
18. ვიქტო ვალდესი (ესპანეთი)
19. ნელსონ დიდა (ბრაზილია)
20. ვიტორ ბაია (პორტუგალია)
21. კეილო ნავასი (კოსტა რიკა)
22. ჯანლუკა პალიუკა (იტალია)
23. ფრანჩესკო ტოლდო (იტალია)
24. იენს ლემანი (გერმანია)
25. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (გერმანია)
26. ალისონი (ბრაზილია)
27. ჟულიო სეზარი (ბრაზილია)
28. დავიდ დე ხეა (ესპანეთი)
29. ბოდო ილგნერი (გერმანია)
30. იოჰანეს ვან ბრეკელენი (ნიდერლანდები)
31. რობერტო აბონდანსიერი (არგენტინა)
32. სერხიო გოიკოჩეა (არგენტინა)
33. ანდრეს კეპკე (გერმანია)
34. ხორხე კამპოსი (მექსიკა)
35. პიტერ შილტონი (ინგლისი)
36. თომას რაველი (შვედეთი)
37. რინატ დასაევი (რუსეთი)
38. ანჯელო პერუცი (იტალია)
39. ნევილ საუთჰოლი (უელსი)
40. ხოსე მანუელ რეინა (ესპანეთი)
41. როჟერიო სენი (ბრაზილია)
42. სანტიაგო კანისარესი (ესპანეთი)
43. კლაუდი ბრავო (ჩილე)
44. ჟან მარი პფაფი (ბელგია)
45. სამირ ჰანდანოვიჩი (სლოვენია)
46. ირჟი დუდეკი (პოლონეთი)
47. იგორ აკინფეევი (რუსეთი)
48. ოსკარ კორდობა (კოლუმბია)
49. ბერნარ ლამა (საფრანგეთი)
50. გილერმო ოჩოა (მექსიკა)
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონი “იუვენტუსში” 2001-2018 და 2019-2021 წლებში თამაშობდა. ამ ამ 19 სეზონში ტურინული გრანდის ღირსება 685-ჯერ დაიცვა და მასზე მეტჯერ “იუვეში” მხოლოდ ალესანდრო დელ პიეროს აქვს ნათამაშები (705 მატჩი).