მთავარი / სიახლეები / სერია A / ბრემერი: “ცუდად დავიწყეთ, მაგრამ კარგი მატჩი ჩავატარეთ”

ბრემერი: “ცუდად დავიწყეთ, მაგრამ კარგი მატჩი ჩავატარეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ტორინოსთან“ მატჩის (4:2) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ცუდი დასაწყისის მიუხედავად კარგად ითამაშეს, მაგრამ ახლა თამაშიდან თამაშამდე უნდა იფიქრონ.

„კარგი მატჩი ჩავატარეთ. ცუდად დავიწყეთ, მაგრამ კარგი რეაქცია გვქონდა. ეს მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით დერბიში. თუმცა, გასაგებია, რომ გაშვებულ გოლებში პასუხისმგებლობა ჩვენ გვაქვს. მეორე გოლზე მე ნამდვილად უკეთ თამაში შემეძლო, მაგრამ მთავარი გამარჯვებაა.

მეოთხე ადგილი? მოედანზე ვამტკიცებთ, რომ იქ მოხვედრა შეგვიძლია. თეორიულად 50 ქულა გვაქვს, მაგრამ თამაშიდან თამაშამდე უნდა ვიფიქროთ“, – თქვა ბრემერმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 5 მარტს, სტუმრად „რომასთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …