მთავარი / სიახლეები / ბრემერი: “ევროპა ლიგის მოგება ჩვენი მიზანია და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ”

ბრემერი: “ევროპა ლიგის მოგება ჩვენი მიზანია და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა ევროპა ლიგის პლეი-ოფში „ნანტთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. ბრაზილიელი მცველის განცხადებით, მათი მიზანი ამ ტურნირის მოგებაა.

„მნიშვნელოვანი მატჩი იქნება, ბოლომდე უნდა მივიდეთ და ამისთვის ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა სიარული ხვალიდან უნდა დავიწყოთ. 3 თუ 4-კაციანი დაცვა? გუნდის განკარგულებაში ვარ, ეს არ არის პრობლემა. ბედნიერი ვარ იმით, რაც აქამდე გავაკეთე, მაგრამ ზრდა უნდა განვაგრძო.

რამდენიმე მატჩი მქონდა, რომელშიც შესაფერის დონეზე ვერ ვითამაშე, მაგრამ ჩემი თავი ისევ ვიპოვე, იყო ზრდა და მომავალი სეზონი მნიშვნელოვანი იქნება. რატომ მომავალი სეზონი? 15 ქულა დაგვაკლეს, რომელიც დაგვიბრუნდება თუ არა, არ ვიცით. ამიტომ, ეს სეზონი უნდა დავასრულოთ და მომავალზე ვიფიქროთ. ყველაფრის ნულიდან დაწყებით მოლოდინი სხვაგვარი იქნება.

დაცვითი ფაზა თავდამსხმელებიდან იწყება, მაგრამ მთელი გუნდი კარგად მუშაობს და ასე უნდა გავაგრძელოთ. ალეგრი? „ტორინოში“ პერსონალურად მეტოქეზე ვთამაშობდი, აქ უფრო ზონურ დაცვას ვთამაშობ და სწორედ ეს ვისწავლე ალეგრისგან. „ნანტი“? ორგანიზებული გუნდია, რომელიც ბურთით კარგად თამაშობს, ძალიან ფრანგული კლუბია. დაცვაში ყურადღებით უნდა ვიყოთ და შეტევაში გვაქვს ხარისხი გოლების გასატანად“, – თქვა ბრემერმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ნანტის“ მატჩი 16 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …