ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ლეონარდო ბონუჩიმ „პარი სენ ჟერმენთან“ მატჩის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, წაგებით გახარებული არაა, მაგრამ პოზიტიური რაღაცები დაინახა.
„წაგება არ გვახარებს, მაგრამ კარგი თამაში გვქონდა და გარდა ამისა, დაბრუნდა კიეზა, რომელმაც მშვენივრად ითამაშა. მოკლედ, ჩვენ ვნახეთ დადებითი რაღაცები, როგორც მაგალითად, გუნდის დამოკიდებულება. მირეტი და ფაჯოლი? ყველა მნიშვნელოვანია, ჩვენს მიზნებს უნდა მივაღწიოთ. ახლა კვირას მნიშვნელოვან მატჩზე უნდა ვიფიქროთ“, – თქვა ბონუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 6 ნოემბერს, შინ „ინტერთან“ გამართავს.