იტალიის ნაკრების მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ ბელგიასთან (2:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, რთული თამაში იყო, მაგრამ გუნდური სულისკვეთებით მოიგეს.
„ძალიან რთული თამაში იყო, ვიცოდით მათი თვისებები და პირველ რიგში ის სირთულეები, რომელთა შექმნა კონტრშეტევებზე შეეძლოთ. პირველ ტაიმში ვდომინირებდით და საეჭვო პენალტმა ისინი თამაშში დააბრუნა. მეორე ტაიმში დავამტკიცეთ რამდენად დიდი გუნდია ამ გუნდის გული.
მომავალი? ოცნებას ვაგრძელებთ, მაგრამ ფეხები მიწაზე უნდა შევინარჩუნოთ. ახლა ესპანეთთან მატჩი გვაქვს, რომელიც ბელგიის მსგავსად თამაშობს. ბევრი არ ელოდა, რომ ისინი აქამდე მოვიდოდნენ, რადგან ცუდად დაიწყეს, მაგრამ ფეხზე წამოდგომა მოახერხეს, დიდი თამაში იქნება. სპინაცოლამ დიდებული ჩემპიონატი ჩაატარა და ვინც შეცვლის, იგივეს გააკეთებს“, – თქვა ბონუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ევრო 2020-ის ნახევარფინალში 6 ივლისს, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.