მთავარი / სიახლეები / მანჩინი: “დამსახურებულად მოვიგეთ, ბიჭებმა შესანიშნავად ითამაშეს”

მანჩინი: “დამსახურებულად მოვიგეთ, ბიჭებმა შესანიშნავად ითამაშეს”

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ბელგიასთან (2:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა დამსახურებულად მოიგო.

„გამარჯვება დავიმსახურეთ, ბიჭები არაჩვეულებრივები იყვნენ. ბოლო 10 წუთი გაგვიჭირდა, რადგან ნამდვილად დაღლილები ვიყავით, მაგრამ უფრო მეტი გოლის გატანა შეგვეძლო. თავიდან გაგვიჭირდა? არა. ეს იყო ღია თამაში და ბოლოს გაგვიჭირდა, რადგან ძალიან ბევრი ძალა დავხარჯეთ.

ნახევარფინალი? ჩვენ მინიმალურ შედეგზე არ ვფიქრობთ, საქმეს მხოლოდ მაქსიმუმისთვის ვაკეთებთ. გზა ჯერ კიდევ ძალიან გრძელია, ვნახოთ, რა მოხდება. ესპანეთი? ახლა ამ მოგებით უნდა დავტკბეთ, შემდეგ ვიფიქრებთ. ბიჭებს ვულოცავ, ისინი ძალიან კარგები იყვნენ. შესანიშნავი თამაში იყო, უფრო მეტიც დავიმსახურეთ. ბელგია ძალიან ძლიერი გუნდია, ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ. სპინაცოლა? იმედია, სერიოზული არაფერია, მაგრამ ტრავმის დინამიკა პოზიტიური არ არის“, – თქვა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ევრო 2020-ის ნახევარფინალში 6 ივლისს, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …