ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ თქვა, რომ 2011 წლის ზაფხულში „იუვეს“ დატოვება შეეძლო, რადგან ანტონიო კონტე მას ძირითადი შემადგენლობის წევრად არ განიხილავს.
როგორც ლეონარდომ თქვა, „ზენიტში“ გადადიოდა, რომელსაც ტურინული გრანდი ხვალ დაუპირისპირდება, მაგრამ შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა.
„რონალდუ? მან გააკეთა არჩევანი, რომელსაც პატივს ვცემთ. შარშან გუნდი მისთვის თამაშბდა, ახლა კი ხელახლა უნდა ვიპოვოთ „იუვეს“ ის სული, რომელიც მის მოსვლამდე გვქონდა.
შარშან ორი ტიტული მოვიგეთ, მაგრამ ვერ მოვიპოვეთ სკუდეტო, უპირველეს ყოვლისა ჩვენი ნაკლოვანობების გამო, ვიდრე გამარჯვებული გუნდის დამსახურების გამნო. ალეგრისთან ერთად გუნდმა პრობლემებთან გამკლავების ძალა ისევ უნდა აღმოაჩინოს.
10 წლის წინ შეიძლებოდა „ზენიტში“ გადავსულიყავი. კონტემ მითხრა, რომ ცენტრალურ მცველებში მისთვის ბოლო არჩევანი ვიყავი და შემეძლო ახალი გუნდი მეპოვა. მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით „ზენიტთან“, მაგრამ შემდეგ ჩემს სიამაყეს მივენდე და დარჩენა ვამჯობინე.
ჩემპიონთა ლიგის ორი წაგებული ფინალიდან თავიდან კარდიფის ფინალს ვითამაშებდი. „ბარსელონასთან“ დასაკარგი არაფერი გვქონდა, რადგან უცხოპლანეტელთა გუნდს ვეთამაშებოდით. „რეალთან“ კი შესანიშნავი პირველი ტაიმი ჩავატარეთ და შემდეგ დავეცით. ვიმედოვნებ, რომ მექნება შესაძლებლობა კარიერაში მესამედ ვითამაშო ჩემპიონთა ლიგის ფინალში“, – თქვა ბონუჩიმ Prime Video-სთან ინტერვიუში.