მთავარი / სიახლეები / შჩესნი: “გუნდური სულისკვეთება შეიცვალა და მწვრთნელის ხელიც გვეტყობა”

შჩესნი: “გუნდური სულისკვეთება შეიცვალა და მწვრთნელის ხელიც გვეტყობა”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ „ზენიტთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც პოლონელმა მეკარემ აღნიშნა, ის არც ყველაზე ცუდი მეკარე იყო შეცდომების შემდეგ და ახლა, როცა კარგად ათამაშდა, არც ფენომენია.

„რომასთან“ მოგერიებული პენალტი? მე ყოველთვის ბალანსით და მშვიდად ვთამაშობ. რამდენიმე კვირის წინ არ ვიყავი საშინელი მეკარე და ახლა ფენომენი არ ვარ. ყოველთვის მშვიდად ვარ. როდესაც კარგი ფეხბურთელი რთულ პერიოდს გადის, უნდა გაჩუმდეს და იმუშაოს. მე ეს გავაკეთე სტაფის და თანაგუნდელების მხარდაჭერით.

შეიცვალა გუნდური სული და დაცვის სურვილი გვაქვს. ასევე ეტყობა გუნდს მწვრთნელის ხელი და შემიძლია მას კომპლიმენტები ვუთხრა. ჩენ გავხდით 1:0-ის გუნდი. გუნდის ყოველდღიური სამუშაო შეიცვალა. ვარჯიშებსა და თამაშებში განსხვავებული დამოკიდებულება გაჩნდა, ეს შედეგებიდან ჩანს. „ზენიტთანაც“ იგივე სულისკვეთებით უნდა ვითამაშოთ, როგორც ბოლო მატჩებში. მსხვერპლზე წასვლის სურვილით და კომპაქტურად. ბოლო შეხვედრებში სწორედ ეს შეიცვალა. ახლა მხოლოდ „ზენიტთან“ მატჩზე უნდა ვიფიქროთ, რომ ჯგუფიდან გასვლის საკითხი მოგვარდეს, დანარჩენზე კი თებერვლიდან ვიფიქრებთ.

სეზონის ცუდი დასაწყისი? ეს ყოველთვის მენტალური საკითხია, ამ გუნდს ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ ყოველთვის 3 გოლის გატანაზე ვერ ვიფიქრებთ, ხანდახან გუნდმა 1:0 უნდა მოიგოს. ახლა ყველას გვაქვს დაცვაში კარგად თამაშის სურვილი. ტრანსფერი? არა, არასდროს მიფიქრია „იუვენტუსის“ დატოვებაზე“, – თქვა შჩესნიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ჯგუფში 6 ქულა აქვს და „ზენიტს“ 20 ოქტომბერს, სტუმრად თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …