მთავარი / სიახლეები / ბონუჩი “ინტერის” წარმომადგენელს: “მოგკლავ”

ბონუჩი “ინტერის” წარმომადგენელს: “მოგკლავ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „ინტერთან“ შეხვედრაში მილანური გუნდის გენერალურ მდივან კრისტიანო მოცილოსთან იჩხუბა.

ბონუჩი, რომელიც პენალტების სერიისთვის თამაშში ჩასართავად ემზადებოდა, სანჩესის მიერ ბოლო წუთზე გატანილი გოლითა და „ინტერის“ წარმომადგენელის ემოციური ზეიმით გაბრაზდა.

ლეო მას ხელით შეეხო და იტალიური მედიის ცნობით, დაემუქრა კიდეც: „ჩემს სახეში ნუ ზეიმობ, ნაბიჭვ***! მოგკლავ!“, – უთხრა მას ბონუჩიმ და შელაპარაკების კადრები ტელეკამერებმაც დააფიქსირეს.

როგორც იტალიელი ჟურნალისტები წერენ, სადისციპლინო კომიტეტი ინციდენტს განიხილავს და შესაძლოა 34 წლის მცველს რამდენიმე მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერონ.

შემთხვევითი სიახლე

“იუვენტუსი” მორატას არ გამოისყიდის

ტურინის „იუვენტუსი“ ალვარო მორატას არ გამოისყიდის. ინფორმაცია მადრიდული გამოცემა Marca ავრცელებს. ცნობილი ესპანური გამოცემის ინფორმაციით, …

ვლაჰოვიჩი “იუვეზე”, კიეზაზე, თავის კარიერის დასაწყისსა და მიზნებზე…

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა იტალიურ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც არაერთ საკითხზე ისაუბრა. სერბმა …