მთავარი / სიახლეები / დელ პიერო: “კიეზა ყველას დაგვაკლდება, მაგრამ მედიცინა განვითარდა და უფრო მალე დაბრუნდება”

დელ პიერო: “კიეზა ყველას დაგვაკლდება, მაგრამ მედიცინა განვითარდა და უფრო მალე დაბრუნდება”

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ ფედერიკო კიეზას მალე გამოჯანმრთელება უსურვა. ალექსის განცხადებით, მედიცინა განვითარდა და კიეზას უფრო მალე შეუძლია გამოჯანმრთელება, ვიდრე ეს წარსულში იყო შესაძლებელი.

„კიეზას წარმატებებს ვუსურვებ, როგორც ბიჭს და ოჯახს, ასევე მის გარემოს, ვფიქრობ, მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ფორმაში და შედარებით მალე დაბრუნდეს. მედიცინა განვითარდა, ეს დაზიანებები შეიძლება განიკურნოს უფრო ნაკლებ დროში, ვიდრე წარსულში. დააკლდება „იუვეს“ და ყველა ჩვენგანს, ეროვნულ ნაკრებს. დღეს მან უბრალოდ კარგად ყოფნაზე უნდა იფიქროს, მას აქვს ასაკი და ფიზიკური სტრუქტურა, რომ მალე გამოჯანმრთელდეს.

იტალიის ნაკრების პლეი-ოფი? ცოტა რამ არის სათქმელი, უბრალოდ ორი თამაშია მოსაგებია. იტალიის ჩემპიონატი განსხვავებულ ახალგაზრდებს ამზადებს, შემდეგ სხვა საკითხია, როგორ ინვესტიციას ახდენენ კლუბები ან როგორ მოქმედებენ სატრანსფერო ბაზარზე, მაგრამ ამ კუთხით გაუმჯობესებას ვხედავ“, – თქვა დელ პიერომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …