ტურინის „იუვენტუსისა“ და „სალერნიტანას“ მატჩი სკანდალურად დასრულდა. არკადიუშ მილიკის გოლი ლეონარდო ბონუჩიზე დაფიქსირებული თამაშგარის გამო გაუქმდა, თან მილიკი, ხუან კუადრადო და მასიმილიანო ალეგრი გააძევეს.
როგორც გაირკვა, მსაჯი, გვერდითი მსაჯი და VAR-ი შეცდა. იტალიურ მედიაში გამოქვეყნდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ანტონიო კანდრევა კართან ბონუჩიზე ახლოსაა და შესაბამისად, თამაშგარე არაა, თუმცა, ეს ყველას გამოეპარა და გოლი გააუქმეს.
რა თქმა უნდა, შედეგი არ შეიცვლება, მაგრამ ფაქტი უტყუარია – მსაჯების საოცარი შეცდომით „იუვემ“ არა მარტო 2 ქულა, არამედ 2 ფეხბურთელი, მწვრთნელი და რაც მთავარია, წარმოუდგენელი მუხტი დაკარგა.