ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „ნანტთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დი მარია დიდი ფეხბურთელია და გაუმართლათ, რომ მისი თანაგუნდელები არიან.
„გაგვიმართლა, რომ დი მარიასნაირი დიდი ფეხბურთელი გვყავს და ეს ყველამ ვიცით. როცა გუნდში გყავს ჩემპიონები, ისინი წყვეტენ მატჩის ბედს. როდესაც „იუვენტუსში“ თამაშობ, ნებისმიერი თამაში მნიშვნელოვანია სეზონის განმავლობაში. დღეს ისე ვითამაშეთ, როგორც საჭირო იყო, მომდევნო ეტაპზე გასვლის დიდი სურვილით.
ცხადია, ჩემთვის ძალიან ცუდი იყო, რომ დიდი ხანი გამიცდა და გუნდთან ერთად ვერ ვიყავი. არ ვარ ამას მიჩვეული. მყესის დაზიანება მქონდა, მაგრამ ახლა ფორმაში ვბრუნდები. მთავარი ხელმისაწვდომი ვიყო, რადგან რთული და მნიშვნელოვანი თვეები გველოდება იქ მისასვლელად, სადაც გვინდა, რომ მივიდეთ“, – თქვა დი მარიამ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 28 თებერვალს, შინ „ტორინოსთან“ ჩაატარებს.