მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “დი მარია სხვა კატეგორიიდანაა, ევროპა ლიგის მოგება ადვილი არაა”

ალეგრი: “დი მარია სხვა კატეგორიიდანაა, ევროპა ლიგის მოგება ადვილი არაა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ნანტთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გუნდის თამაშით კმაყოფილია, ევროპა ლიგის მოგება კი ადვილი არაა.

ალეგრიმ განსაკუთრებით ისაუბრა ანხელ დი მარიაზე და თქვა, რომ ჩვეულებრივი ფეხბურთელებისგან განსხვავდება.

„სტეფანო, კამათი შენთან მომივიდა, მაგრამ ნებისმიერ სხვასაც ასე ვუპასუხებდი, რადგან ისეთი მესიჯებია, რომ თითქოს 1:0 მოგება მომწონს, მაგრამ დღეს 3:0-ზე გავბრაზდი, რადგან რამდენიმე არაზუსტი პასი გავაკეთეთ.

კმაყოფილი ვარ თამაშით, რადგან ადვილი მატჩი არ იყო პირველი შეხვედრის შემდეგ. წითელი ბარათის შემდეგ რიცხობრივი უპირატესობა გვქონდა, პასებში უნდა მოვუმატოთ, განსაკუთრებით სიჩქარეში. დი მარია? ჩემპიონები სხვებისგან განსხვავდებიან, ეს ყველაფერი მარტივადაა. როცა ასეთი მოთამაშეები გყავს, ისინი ამაღლებენ გუნდს და სხვებიც უფრო მშვიდად არიან. ის ხედავს იმას, რასაც სხვები ვერ ხედავენ. ის ჩემპიონების კატეგორიიდანაა. მომდევნო სეზონშიც მინდა, რომ აქ იყოს? ამ მომენტით უნდა დავტკბეთ, მომავალში ვნახოთ რა მოხდება.

ფაჯოლი? მას მირეტის განსხვავებული თვისებები აქვთ, მაგრამ ორივე კარგად თამაშობს. უნდა ითამაშონ, ზოგჯერ კარგად თამაშობენ, ზოგჯერ ნაკლებად, მაგრამ კმაყოფილი ვარ. ფაჯოლის დიდებული ტექნიკა აქვს.

ევროპა ლიგის მოგება ადვილი არ არის. ჩვენი მოვალეობაა ევროპა ლიგასა და იტალიის თასზეც ბოლომდე გავიდეთ, სერია A-ში კი ნელ-ნელა ვნახოთ სადამდე მივალთ.

„ნაპოლის“ ცალკე სეზონი აქვს, ამის გარეშე კი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგა ჩაგვივარდა, „ბენფიკასთან“ გავვარდით, მაგრამ სერია A-ში მოედანზე 47 ქულა მოვიპოვეთ, 2 „სალერნიტანასთან დაგვაკარგვინეს, იტალიის თასზე კი ნახევარფინალში ვართ. დადებითზე კარგ სეზონს ვხედავ, რომელშიც პოგბა, დი მარია, კიეზა, ვლაჰოვიჩი დიდი ხანი არ გვყავდა, ასევე გვაკლდა ბონუჩი და კუადრადო, მაგრამ ამის წყალობით ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს მიეცა შანსი. ახლა ყველანი ბრუნდებიან, ყველა გვჭირდება, რადგან ყოველ სამ დღეში ერთხელ გვავს სათამაშო.

რატომ კინი და არა ვლაჰოვიჩი? დუშანი ცოტა გადაღლილი იყო, თანაც შეიძლებოდა ეს თამაში 120 წუთი გაგრძელებულიყო, ამიტომ, შეცვლებიც მჭირდებოდა. კიეზა „ტორინოსთან“ იქნება? ვნახოთ, როდესაც ამხელა პერიოდი გიცდება, ნორმალურია, რომ გადაიღალო“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 28 თებერვალს, შინ „ტორინოსთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …