ტურინის „იუვენტუსმა“ 23-წლამდე გუნდთან ისპარინგა, რომელიც 2:0 დაამარცხა და ერთი გოლი ლეონარდო ბონუჩიმ გაიტანა, რომელმაც მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან განსაკუთრებით ფედერიკო გატი შეაქო.
„მინდოდა ფურინოსთვის მაისური მეჩუქებინა, რომელიც ამ კლუბის დროშა და კაპიტანი იყო, „იუვენტუსის“ ისტორიის ძეგლია. ვილარ პეროზაში დაბრუნება რამდენიმე წლის შემდეგ მნიშვნელოვანი იყო, ეს გვაკლდა პანდემიის გამო, ყოველთვის სასიამოვნოა ერთი დღის გატარება გულშემატკივრებთან ერთად, იმედი მაქვს ეს მოგვცემს ენთუზიაზმს, რომელიც გამარჯვებისთვის გვჭირდება.
ახალწვეულებმა გუნდში გამოცდილება და ენთუზიაზმი მოიტანეს. ისეთი მოთამაშეები, როგორებიც ანხელი და პოლი არიან, ბევრ გამოცდილებას და ხარისხს გვანიჭებენ. გატი? ის თავგანწირვისკენ მიდრეკილი ფეხბურთელია და ეს მას ძალიან ეხმარება კარიერაში, რომელიც ვფიქრობ, ძალიან ფერადი იქნება“, – თქვა ბონუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ პრესეზონზე ბოლო ამხანაგურ თამაშს 7 აგვისტოს, მადრიდის „ატლეტიკოსთან“ გამართავს, ხოლო სერია A-ს პირველ ტურში 15 აგვისტოს „სასუოლოს“ შეხვდება.