მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსმა” მეორე გუნდთან ტრადიციული ამხანაგური თამაში ჩაატარა

“იუვენტუსმა” მეორე გუნდთან ტრადიციული ამხანაგური თამაში ჩაატარა

ტურინის „იუვენტუსმა“ წინასასეზონო ტრადიციული საოჯახო ამხანაგური თამაში ჩაატარა და ვილარ პეროზაში „იუვენტუსის“ B გუნდს დაუპირისპირდა.

მასიმილიანო ალეგრის შეგირდებმა 2:0 მოიგეს მანუელ ლოკატელისა და ლეონარდო ბონუჩის მიერ საწყის 15 წუთში გატანილი გოლებით.

არ უთამაშიათ, მაგრამ გუნდთან ერთად იყვნენ და ტიფოზებს შეხვდნენ პოლ პოგბა, ვესტონ მაკკენი და რაც მთავარია ფედერიკო კიეზა.

„იუვენტუსი“ მიმდინარე პრესეზონზე ბოლო ამხანაგურ თამაშს 7 აგვისტოს, თელ ავივში „ატლეტიკოსთან“ ჩაატარებს, სერია A-ს პირველ ტურში კი 15 აგვისტოს, „სასუოლოს“ შეხვდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …