ლეონარდო ბონუჩიმ იტალიის ნაკრების შეკრება დატოვა და „იუვენტუსს“ შეუერთდა. ესპანეთთან მატჩის პირველი ტაიმის ბოლოს ბონუჩი გააძევეს და 10 ოქტომბერს, მესამე ადგილისთვის შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.
ამიტომაც, მისი ნაკრებში ყოფნის აუცილებლობა აღარ იყო და „კონტინასაზე“ გააგრძელებს მომზადებას „რომასთან“ მატჩისთვის.
„მე თქვენზე მეტად გაბრაზებული ვარ, პირველ რიგში საკუთარ თავზე. ვწუხვარ და ბოდიშს ვიხდი. მაგრამ ეს იტალია ფეხზე წამოდგება და უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ოდესმე“, – დაწერა ბონუჩიმ მატჩის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ერთა ლიგის მესამე ადგილისთვის შეხვედრაში 10 ოქტომბერს „იუვეს“ სტადიონზე ბელგიას ან საფრანგეთს დაუპირისპირდება.