ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო ბერნარდესკიმ ტელეკომპანია DAZN-ს ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ 2021 წელი მისთვის წარმატებული და გიჟური იყო.
„ბრწყინვალე 2021 წელი მქონდა, წუწუნი არ შემიძლია. „იუვეში“ 2 ტიტული მოვიგე, იტალიის ნაკრებში ევროპის ჩემპიონი გავხდი, ჩემი შვილი დაიბადა, სახლი ვიყიდე და დავქორწინდი. მადლიერი ვარ რთული მომენტებისაც, რადგან გიჟური წელი მქონდა, ვფიქრობ, რომ ბალანსი ვიპოვე. ევროპის ჩემპიონობით ერთი წრე დავხურე და მეორე გიჟური წრე გაიხსნა“, – თქვა ბერნარდესკიმ.
აქვე გეტყვით, რომ ფედერიკო ბერნარდესკის სრული ინტერვიუ 3 იანვარს გამოქვეყნდება.