ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ფედერიკო ბერნარდესკიმ „სამპდორიასთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა ფეხბურთელმა თქვა, ის მზადაა იმ პოზიციაზე ითამაშოს, რომელსაც მწვრთნელი შეურჩევს.
„შესანიშნავი პირველი ტაიმი ჩავატარეთ, დასანანია, რომ გოლი გავუშვით, ძალიან სამწუხაროა. თუმცა, მეორე ტაიმში მოედანზე სწორი შემართებით დავბრუნდით, რომ თამაში დაგვეხურა და არ მიგვეცა ჩვენი მეტოქისთვის დაბრუნების შესაძლებლობა. როდესაც მარცხნივ ვთამაშობ, განსხვავებული სამუშაო უნდა შევასრულო, ვიდრე მოედნის მეორე მხარეს. ტაშით გასვლა ძალიან გამიხარდა, საჭიროების შემთხვევაში ასე მზად ვარ წინ ვითამაშო, ვნახოთ მწვრთნელი რას გადაწყვეტს“, – თქვა ბერნარდესკიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 29 სექტემბერს, ტურინში, ლონდონის „ჩელსისთან“ გამართავს.