იტალიის ნაკრების ფეხბურთელმა ფედერიკო ბერნარდესკიმ ევროპის ჩემპიონობის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ბერნარდესკიმ ფედერიკო კიეზა შეცვალა და პენალტების სერიაში თავიც გამოიჩინა, ისე როგორც ნახევარფინალში.
„ეს ყველაფერი დავიმსახურეთ. მე პირადად ბევრი ტანჯვა გამოვიარე, რთული სეზონი მქონდა. როდესაც ასეთი სეზონი გაქვს, ყველაფერი რთულდება. მაგრამ მხოლოდ ერთი მეთოდი ვიცი: მუშაობა, მაშინაც კი, როცა ყველაფერი კარგად არ არის. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, სტაფს, ყველას, ვინც ჩემი ირწმუნა.
ჩვენ ევროპის მწვერვალზე ვართ და უკეთესი არ შეიძლებოდა. არასდროს გვეშინოდა, მეორე წუთზე ვაგებდით, მაგრამ ყოველთვის გვჯეროდა“, – თქვა ბერნარდესკიმ.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა. მათ შორის, „იუვენტუსის“ ოთხი ფეხბურთელია – ჯორჯო კიელინი, ლეონარდო ბონუჩი, ფედერიკო კიეზა და ფედერიკო ბერნარდესკი.