მთავარი / სიახლეები / კიელინი: “ჯიჯი ჯიჯომ შეცვალა, ეს ყველაფერი დავიმსახურეთ”

კიელინი: “ჯიჯი ჯიჯომ შეცვალა, ეს ყველაფერი დავიმსახურეთ”

იტალიის ნაკრების კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ ევრო 2020-ზე გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. ჯორჯოს განცხადებით, ეს გამარჯვება დაიმსახურეს.

„აცრემლებულები ვართ, ჩვენ ვეტერანებიც და ახალგაზრდებიც. ეს ყველაფერი დავიმსახურეთ. ამ ასაკში გამარჯვება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. მაისის ბოლოდან ვამბობდით, რომ რაღაც ჯადოსნური იყო. დღეს სირიგუმ შეაგროვა ყველა ჩვენი ნათესავისა და ახლობლის ვიდეო და ყველა გვატირა.

დონარუმა? ჯიჯიდან ჯიჯოზე გადავედით. ძალიან ძლიერია! მსოფლიოს ჩემპიონატი? ვნახოთ შევძლებ თუ არა ხვალ სიარულს, ეს უკვე მეტისმეტი იქნება.

ამ გუნდში ყველას თავისი როლი და ნიჭი აქვს, მე და ლეო (ბონუჩი) ძალიან განსხვავებულები ვართ და ვცდილობთ ჩვენი თვისებები გამოვიყენოთ. ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი, ერთმანეთს ვაძლიერებთ. ასე იყო გუნდის ყველა წევრისთვის. ამაში თითოეული ჩვენგანის დამსახურებაა და წარმატების საიდუმლოც ეს არის“, – თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა. მათ შორის, „იუვენტუსის“ ოთხი ფეხბურთელია – ჯორჯო კიელინი, ლეონარდო ბონუჩი, ფედერიკო კიეზა და ფედერიკო ბერნარდესკი.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …