ფედერიკო ბერნარდესკი კარიერას „ტორონტოში“ გააგრძელებს, რომელთანაც 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფედერიკომ სოციალურ ქსელში „იუვენტუსთან“ დასამშვიდობებელი სიტყვები გამოაქვეყნა.
„ერთი ცხოვრების გზა დასრულდა. ეს ქალაქი, ეს ფერები, თან ახლდა ჩემს გზას, როგორც სპორტსმენს, როგორც მამაკაცს და როგორც მამას. 5-წლიანი მოგზაურობა, რომელიც შედგება დაუვიწყარი გამარჯვებებისა და მტკივნეული მარცხებისგან, რომელიც მთავრდება პროფესიული ცვლილებისა და პირადი ევოლუციის მომენტით.
კრიტიკა სტიმული იყო, ტაში – სიამაყე. ვტოვებ ტურინს, ჩემს სახლს. ვტოვებ „იუვენტუსს“, ოჯახს. მადლიერებით და პატივისცემით. მადლობა ყველას!“, – დაწერა ბერნარდესკიმ.
შეგახსენებთ, რომ ფედერიკო ბერნარდესკიმ „იუვენტუსში“ 2017-2022 წლებში 183 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 20 საგოლე პასი გააკეთა.
View this post on Instagram