მთავარი / სიახლეები / ბერნარდესკი და “იუვე” ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან

ბერნარდესკი და “იუვე” ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან

პაულო დიბალას გარდა, „იუვენტუსს“ ზაფხულში ფედერიკო ბერნარდესკიც დატოვებს. იტალიური მედიის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობა იტალიელ ნახევარმცველს ახალ კონტრაქტზე ვერ უთანახმდება.

ბერნადერსკის ხელშეკრულება 30 ივნისს იწურება და ის ხელფასის სახით ისევ 4.5 მილიონ ევროს ითხოვს, რასაც ახლა გამოიმუშავებს, მაგრამ კლუბი მხოლოდ 3 მილიონ ევროზე ნაკლებს სთავაზობს. ამიტომაც, მოსალოდნელია, რომ ევროპის მოქმედი ჩემპიონი გუნდში დარჩენაზე უარს იტყვის.

ფედერიკო ბერნარდესკი „იუვენტუსმა“ 2017 წელს „ფიორენტინადან“ შეიძინა, თუმცა მან მოლოდინი ვერ გაამართლა. მიმდინარე სეზონში იტალიელმა ნახევარმცველმა 26 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.

შემთხვევითი სიახლე

ბონუჩი: “იუვენტუსი” 7-თავიანი დრაკონია”

ლეონარდო ბონუჩიმ სოციალურ ქსელში „იუვენტუსის“ დასჯის შემდეგ კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა. მან ინსტაგრამსთორიში დაწერა, რომ …

კასანო: “სხვა კლუბებიც უნდა დასაჯონ, წესი ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ „იუვენტუსი“ დაიცვა. როგორც მან თქვა, კანონი ყველა კლუბისთვის ერთნაირი უნდა …