მთავარი / სიახლეები / შეთანხმება არ შედგა: დიბალა “იუვეს” ზაფხულში დატოვებს

შეთანხმება არ შედგა: დიბალა “იუვეს” ზაფხულში დატოვებს

პაულო დიბალა სეზონის ბოლოს ტურინის „იუვენტუსს“ დატოვებს. ინფორმაციას რომეო აგრესტი ავრცელებს.

იტალიელი ჟურნალისტი წერს, რომ დღეს კლუბის ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელის აგენტს შორის შეხვედრაზე შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა. ამრიგად, კონტრაქტი, რომელიც 30 ივნისს იწურება, არ განახლდება.

დიბალა ზაფხულში „იუვეს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. არგენტინელი სეზონში 10 მილიონ ევროს ითხოვდა, კლუბი მხოლოდ 7 მილიონს სთავაზობდა, რადგან ხშირად ტრავმიანობს და სეზონში ბევრი მატჩი უცდება.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა „იუვენტუსში“ 2015 წელს „პალერმოდან“ გადავიდა. მას შემდეგ მან შავ-თეთრი მაისურით 283 მატჩი ჩაატარა და 113 გოლი გაიტანა, რითაც კლუბის ისტორიაში ბომბარდირთა შორის ათეულში შევიდა.

❌ #DYBALA ❌
INFO GOAL Italia

🇮🇹 Dybala NON rinnoverà con la Juve
🇬🇧 Dybala will NOT renew his contract with Juve

Posted by Romeo Agresti on ორშაბათი, 21 მარტი, 2022

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …