ტურინის „იუვენტუსს“ როდრიგო ბენტანკური ემოციური წერილით დაემშვიდობა. როგორც მან ინსტაგრამში დაწერა, ყოველთვის მადლიერი იქნება ამ კლუბის და ფანებსაც მადლობა გადაუხადა.
„ამ კლუბმა საშუალება მომცა ძალიან პატარა ასაკში ევროპაში ჩავსულიყავი, მეთამაშა ისეთ მნიშვნელოვან ჩემპიონატში, როგორიც იტალიაა, მაგრამ პირველ რიგში ჩამეცვა ისტორიული და პრესტიჟული მაისური. ეს ჩემთვის პატივი იყო და ყოველთვის მადლიერი ვიქნები „იუვენტუსის“ მთელი შავ-თეთრი ოჯახის ამ შესანიშნავი ოთხნახევარი წლის ერთად გატარებისთვის.
პრემიერლიგაში ჩემი ახალი თავგადასავლის დაწყებამდე მინდა მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო მიმდინარე სეზონში სეზონში ჩემს არაჩვეულებრივ თანაგუნდელებს, მწვრთნელს და მთელ სამწვრთნელო შტაბს. დიდი ჯგუფი, რომელიც დარწმუნებული ვარ, ყველა მატჩში მაქსიმუმს გაიღებს მიზნების მისაღწევად. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებიც კონტინასაში მუშაობენ, მათი პროფესიონალიზმისა და იმისთვის, რომ ბოლო წლებში არაფერი მომკლებია.
დიდი მადლობა და დიდი ჩახუტება „იუვენტუსის“ ყველა გულშემატკივარს, რომ ტურინში დიდი სიყვარულით მიმიღებს და ყოველთვის მხარში მედგნენ. დიდი მადლობა და Finoallafine! ფორცა იუვე“, – დაწერა ბენტანკურმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ როდრიგო ბენტანკური „იუვენტუსს“ 2017 წელს „ბოკა ხუნიორსიდან“ შეუერთდა და მას შემდეგ 181 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 17 საგოლე პასი გააკეთა. ურუგვაელი ნახევარმცველი “ტოტენჰემში” 19 მილიონ ევროდ გადავიდა (პლუს 6 მილიონი ბონუსი).
View this post on Instagram