მთავარი / სიახლეები / ბენტანკური: “იუვემ” გამარჯვების სურვილი დაკარგა”

ბენტანკური: “იუვემ” გამარჯვების სურვილი დაკარგა”

ლონდონის „ტოტენჰემის“ ფეხბურთელმა როდრიგო ბენტანკურმა „იუვენტუსში“ გატარებული პერიოდი გაიხსენა და თქვა, რომ ტურინულმა კლუბმა გამარჯვების სურვილი დაკარგა.

„იუვენტუსში“ პირველი 3 წელი ზრდის და განვითარების წელი იყო. ბოლო ორ სეზონში გამარჯვების შიმშილი და მრისხანება დავკარგეთ. როდესაც ბევრს იგებ, არსებობს რისკი, რომ ყველაფერს შეეგუო და მოტივაცია დაკარგო. ჩემი ოცნება „იუვენტუსთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო. ზოგადად, ეს ფანტასტიკური წლები იყო: კლუბმა ყველაფერი მომცა, ისევე, როგორც გულშემატკივრებმა. „იუვე“ ჩემი ოჯახი იყო და ეს არასოდეს შეიცვლება“, – თქვა ბენტანკურმა.

შეგახსენებთ, რომ როდრიგო ბენტანკური „იუვენტუსში“ 2017 წლის ზაფხულიდან 2022 წლის იანვრამდე თამაშობდა 181 თამაშში 3 გოლი გაიტანა. ურუგვაელი „ტოტენჰემში“ გადავიდა, რომლის მაისურით 3 გოლის გატანა უკვე მიმდინარე სეზონში მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

პესოტო: “სპორტინგი” ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტი და ძლიერი გუნდია”

ევროპა ლიგის წილისყრა ჯანლუკა პესოტომ შეაფასა. როგორც მან თქვა, „სპორტინგი“ ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტია, ამიტომაც, …

სერსე კოზმი: “იუვეში” ჰოლანდიც ვარჯიშობდა და კვარაცხელიაც ხელიდან გაუშვეს”

იტალიელმა მწვრთნელმა სერსე კოზმიმ დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე „ნაპოლიმდე“ ტურინის „იუვენტუსი“ მუშაობდა. მან ასევე …