იტალიის ნაკრებმა უელსი 1:0 დაამარცხა და 90 წუთი ითამაშა ალესანდრო ბასტონიმ, რომელმაც დაცვის ცენტრში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. მან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ჯორჯო კიელინისგან და ლეონაროდ ბონუჩისგან სწავლობს.
„ყოველთვის სასიამოვნოა მაყურებლების წინაშე თამაში, მითუმეტეს იმ ტანჯვის მერე, რომელიც ბოლო წელიწადნახევარი იყო. დღეს ვაჩვენეთ, რომ ნამდვილი გუნდი ვართ. მომავალი ჩემია? მე ყოველთვის ველოდებოდი ჩემს მომენტს, ვცდილობ, რაღაცები მოვიპარო იმ ადამიანებისგან, რომლებიც ზედიზედ 10 წლის განმავლობაში მოიგეს ტიტული (კიელინი და ბონუჩი იგულისხმა – რედ). სასიამოვნოა ამ კალიბრის ხალხთან კონკურენცია.
ეს ოცნებაა, რამდენიმე წლის წინ „პარმაში“ ვიყავი და არ ვიცოდი, როგორ წარიმართებოდა ჩემი კარიერა. მანჩინი არასდროს იძლევა მუხტს, ის უბრალოდ გვეუბნება, რომ მოედანზე უნდა გავიდეთ და სიამოვნება მივიღოთ.
ბონუჩი და კიელინი? როგორც ვთქვი, სასიამოვნოა მათთან ერთად მოედანს მიღმა ყოფნაც, იციან, როგორ ითამაშონ ასეთი მატჩები და ვცილობ მათგან ყველა საიდუმლო მოვიპარო“, – თქვა ბასტონიმ.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები მერვედფინალში 26 ივნისს, ლონდონში, უკრაინას ან ავსტრიას დაუპირისპირდება.