ტურინის „იუვენტუსის“ ვეტერანმა მცველმა ანდრეა ბარძალიმ განაცხადა, რომ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი ალექს სანდროს წინააღმდეგ თამაშის წესს არღვევდა და გოლი არ უნდა ჩათვლილიყო.
„ჩემთვის ეს ჯარიმა იყო. ფეხბურთის დინამიკა ასეთია, თუნდაც ოდნავი კონტაქტი მოძრაობაში საკმარისია იმისთვის, რომ წონასწორობა დაკარგო და ცოტაც საკმარისია ჯარიმისთვის“, – თქვა ბარძალიმ.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა მსაჯმა სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის გოლი საეჭვო და საკამათო ვითარებაში ჩათვალა.