მთავარი / სიახლეები / სერია A / ბარძალი: “ნაპოლი” შესანიშნავია, მაგრამ “იუვეს” სკუდეტოზე ბრძოლა შეუძლია”

ბარძალი: “ნაპოლი” შესანიშნავია, მაგრამ “იუვეს” სკუდეტოზე ბრძოლა შეუძლია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეა ბარძალიმ იტალიურ მედიასთან „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მასიმილიანო ალეგრის გუნდს ჩემპიონობისთვის ბრძოლა კიდევ შეუძლია.

„ყველაზე მეტად, რაც თვალსაჩინოა, დაცვაში თამაშისა და გოლის არ გაშვების სურვილია. ეს თამაში უფრო ახლოსაა „იუვეს“ დნმ-თან, მაგრამ ამისთვის საჭიროა შესაბამისი მოთამაშეების ყოლა. ფეხბურთელებს თავგანწირვის სურვილი უნდა ჰქონდეთ. ტაქტიკის შეცვლამ გუნდს მეტი ბალანსი მისცა, კოსტიჩს მთელ ფლანგზე მეტი სივრცე აქვს და კუადრადოზეც იგივეს თქმა შეიძლება. ალექს სანდრო ფორმას იბრუნებს, დანილო ამოსავალი წერტილი გახდა, ბონუჩი და ბრემერი ყოველთვის გარანტიას წარმოადგენენ.

ამ დრომდე „ნაპოლი“ შედეგებისა და თამაშის ხარისხის მხრივ აშკარად ყველას სჯობდა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ახალი სეზონი დაიწყება. არავინ იცის, ფეხბურთელები მუნდიალიდან როგორ დაბრუნდებიან. კიეზას, პოგბასა და დი მარიას დაბრუნებით „იუვეს“ მეტი ხარისხი ექნება, მნიშვნელოვანი იქნება კარგი სტარტი, მაგრამ ვფიქრობ, „იუვეს“ სკუდეტოზე კონკურენცია კიდევ შეუძლია. 2015-2016 წლების სეზონის ქამბექი? სხვადასხვა მომენტები და სხვადასხვა გუნდებია. მაშინ ზედიზედ 4 სკუდეტო გვქონდა მოგებული და გამარჯვების მეტ საჭიროებას ვგრძნობდით“, – თქვა ბარძალიმ.

შემთხვევითი სიახლე

პესოტო: “სპორტინგი” ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტი და ძლიერი გუნდია”

ევროპა ლიგის წილისყრა ჯანლუკა პესოტომ შეაფასა. როგორც მან თქვა, „სპორტინგი“ ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტია, ამიტომაც, …

სერსე კოზმი: “იუვეში” ჰოლანდიც ვარჯიშობდა და კვარაცხელიაც ხელიდან გაუშვეს”

იტალიელმა მწვრთნელმა სერსე კოზმიმ დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე „ნაპოლიმდე“ ტურინის „იუვენტუსი“ მუშაობდა. მან ასევე …