ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა ანდრეა ბარძალიმ ჯორჯო კიელინის წასვლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი შეცვლა ძალიან ძნელი იქნება.
„არ ვიცი სად აპირებს წასვლას. მას აქვს დრო მოსაფიქრებლად და ვიცი, რომ კარიერის შემდეგ ფეხბურთში დარჩენა სურს. ასეთი ადამიანის დაკარგვა გუნდისთვის ბევრს ნიშნავს. ამ დისკურსში თუ შევალთ, ამ მომენტში „იუვეს“ გარკვეული ტიპის ფიგურები აკლია. ჯორჯო მიდის, მაგრამ ლეონარდო ბონუჩი რჩება. კიდევ ორი-სამი მოთამაშეა ასეთი მენტალიტეტის, მაგრამ არ არის იტალიურობა, სიღრმე, განსაკუთრებით იმ ფეხბურთელები, რომლებიც „იუვეს“ სამყაროს იცნობენ. კიელინის წასვლით გუნდი ბევრს კარგავს ადამიანური თვალსაზრისითაც, ლიდერის თვისებებს. კიელინის შეცვლა ადვილი არ იქნება“, – თქვა ბარძალიმ.
შეგახსენებთ, რომ ანდრეა ბარძალი და ჯორჯო კიელინი თანაგუნდელები 2011-2019 წლებში იყვნენ.