მთავარი / სიახლეები / კიელინი: “ეს დღეც დადგა, დიდი მადლობა დაუვიწყარი 17 წლისთვის”

კიელინი: “ეს დღეც დადგა, დიდი მადლობა დაუვიწყარი 17 წლისთვის”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ჯორჯო კიელინიმ სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა და კლუბს დაემშვიდობა. 37 წლის ფეხბურთელმა ყველას მადლობა გადაუხადა განვლილი 17 წლისთვის.

„ეს დღე დადგა. ამაღამ ემოციების ქარიშხალი გამივლის. „იუვე“ ჩემთვის ყველაფერი იყო. ჩემი ახალგაზრდობა, გამოცდილება, სიმწიფე. გამარჯვებულის სურვილი, ტრიუმფის სიხარული, დამარცხებასთან შეგუება. გამოწვევის მღელვარება, მოედანზე დუელი, ჩემი თავი ყოველთვის შეხვეული. ჩემპიონები, მოედანზე და მის გარეთ, მწვრთნელები, მენეჯერები, მთელი პერსონალი. ისინი ყოველთვის რაღაცას მიტოვებდნენ. 3, ჩემი ნომერი, ასევე შეგრძნებები, რომლებიც ახლა ჩემს სულში ჩემთან ერთად არსებობენ.

თავგადასავალი ასე სრულდება, ყველა ოცნება ავისრულე, წარმოუდგენელიც და წარმოდგენილიც, რომელიც სამუდამოდ დარჩება ამ დიდი კლუბის ისტორიაში. სწორი დრო ავირჩიე წასასვლელად, ისეთ დონეზე წასვლა მინდოდა, როგორზეც ვიყავი. ამ ემოციებსა და ფასეულობებს ვერასდროს ვერავინ წაშლის.

მადლიერი ვარ მთელი „იუვენტუსის“, ანიელის ოჯახის, რომელმაც მიმიღო მთელი ამ წლების განმავლობაში. მადლიერი ვარ ჩემი ძვირფასი ადამიანების, ყველასი, ვინც მიყვარს და ვის გარეშეც არ ვიქნებოდი ის, რაც ახლა ვარ, რადგან ისინი იყვნენ მხარდაჭერისა და ენერგიის ამოუწურავი წყარო და ყოველთვის თან მახლდნენ ამ გრძელ მოგზაურობაში.

ჯერ კიდევ არ ვიცი რა მელოდება შემდეგ, მაგრამ ეს სხვა დრო და სხვა ამბავი იქნება. მეორეს მხრივ, ახლა არის დამშვიდობების დრო, უსაზღვრო და ღრმა მადლიერის დრო. მადლობა. მადლობა ყველას, გულშემატკივრებს და მეტოქეებს. მადლობა, რომ მხარი დამიჭირეთ. მადლობა, რომ გაგებით მოეკიდეთ სიტყვა ოცნების მნიშვნელობას. მადლობა და კიდევ ერთხელ მადლობა“, – დაწერა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინი „იუვენტუსში“ 2005 წლიდან თამაშობდა და 559 მატჩში 36 გოლი აქვს გატანილი.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Giorgio Chiellini (@giorgiochiellini)

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …