მთავარი / სიახლეები / ბარძალი: “კიელინის შეცვლა შეუძლებელია”

ბარძალი: “კიელინის შეცვლა შეუძლებელია”

ვეტერანმა მცველმა ანდრეა ბარძალიმ განაცხადა, რომ ჯორჯო კიელინი შეუცვლელია, განსაკუთრებით იმ ლიდერის თვისებებით, რომელიც ჯორჯოს ჰქონდა.

„იტალიის ნაკრების მიმართ ცოტა უნდობლობა და ნეგატივია. ამ მომენტში უნდა ვეცადოთ ერთიანი ჯგუფის შექმნას იმ სურვილით და ენერგიით, რამაც ევროპის ჩემპიონობამდე მიგვიყვანა. თუმცა, სიტუაცია მარტივი არ არის.

ვინ შეცვლის კიელინის? მისი ჩანაცვლება, როგორც ლიდერის, შეუძლებელია. ყველამ უნდა სცადოს, რომ უფრო ქარიზმატულები გახდნენ. ახალგაზრდებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ“, – თქვა ბარძალიმ.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინიმ „იუვენტუსი“ და იტალიის ნაკრები დატოვა. ის სავარაუდოდ კარიერას MLS-ში გააგრძელებს.

შემთხვევითი სიახლე

როველა გვარდიოლას მოსწონს – ვითარება “იუვეს” ნახევარდაცვაში და პერსპექტივები

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ნიკოლო როველა მიმდინარე სეზონს იჯარით „მონცაში“ ატარებს, თუმცა, ის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული …

“იუვენტუსი” 6 დეკემბერს შეიკრიბება, ორი ამხანგური მატჩიც დაიგეგმა

ტურინის „იუვენტუსი“ მსოფლიოს ჩემპიონატით გამოწვეულ თვესა და 3 კვირას გამოიყენებს და შეკრებას გაივლის, რომლის ფარგლებში …