მთავარი / სიახლეები / ინტერვიუსას არაერთხელ ატირებული კიელინი: “იუვეზე”, დელ პიეროზე, ბუფონსა და სხვა თემებზე…

ინტერვიუსას არაერთხელ ატირებული კიელინი: “იუვეზე”, დელ პიეროზე, ბუფონსა და სხვა თემებზე…

„იუვენტუსის“ ვებგვერდზე ჯორჯო კიელინის ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც ლეგენდარულმა ფეხბურთელმა განვლილი კარიერა გაიხსენა.

აღსანიშნავია, რომ ჯორჯომ ემოციები ვერ შეიკავა და ინტერვიუს დროს არაერთხელ ატირდა.

ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი

„ეს „იუვეს“ ისტორიის ნაწილია, ერთად ბევრი რამ გავიზიარეთ, ყველაფერი, 10 წლის განმავლობაში. ვფიქრობ, ყველაზე მეტი მატჩი ჯიჯისთან ვითამაშე, მეორე ადგილზე ლეოა, ბარძასთან უფრო ნაკლები, მაგრამ ისიც ახლოს არის.

ეს არის ფოტო, რომელიც „იუვენტუსის“ გულშემატკივრებს კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში ცრემლებს მოგვრის. ჯიჯი გენიაა, რასაც აკეთებს და ამბობს, ყველაფერში მიჰყვები. ის განსაკუთრებულია. ბარძალიონე ყოველთვის კლდე იყო ყველა ჩვენგანისთვის მოედანზე და მის გარეთ. მას შეეძლო ახალგაზრდებთან ურთიერთობა, სამხრეთამერიკელებთან სიმსუბუქე. ყოველთვის ვამბობ, რომ ის ჩვენი ელჩი იყო სამხრეთამერიკაში, ყოველთვის ახერხებს ყველასგან პატივისცემის მიღებას. მახსოვს, კარიერის ბოლო თვეში, ყოველდღე ხუმრობდა. გასახდელში, მოედანზე, მანქანაში. პაულო დიბალა და მარტინ კასერესი ეხუმრებოდნენ, მაგრამ ის აჩვენებდა სიყვარულს, რომელიც მათ მიმართ ჰქონდა. აღფრთოვანებული ვარ ლეო ბონუჩის ენერგიით, რომლის გამოყოფას ახერხებს. მას აქვს ამოუწურავი ძალა. მას რთული პერიოდები ჰქონდა, მაგრამ ამ ძალით ახერხებდა იქიდან გამოსვლას. მან ბევრი დიდი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ აჩვენა, როგორი კარიერა ჰქონდა, რა შრომა ჩადო მინდორზე. ბევრი ამბობს, რომ გაუმართლა ბარძალისთან და კიელინისთან თამაშით, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ოთხივემ ერთმანეთი გავაუმჯობესეთ ამ დონეზე მისასვლელად და ვფიქრობ, ეს ძალიან ლამაზი ისტორიაა“.

დებიუტი, სერია B და დელ პიერო

 „2005 წლის გუნდში უამრავი ჩემპიონი იყო, მე ახალგაზრდა ვიყავი და ალბათ, მენტალურადაც მზად არ ვიყავი. თავიდან 10 მატჩი გავიდა და საერთოდ არ მითამაშია, პარადოქსია და შემდეგ 21-წლამდე ნაკრებში წავედი, ოქტომბრის დასაწყისში იქ ორი მატჩი ჩავატარე და როცა კლუბში დავბრუნდი, „იუვეში“ თამაშიც დავიწყე. იმ სეზონამდე ზედიზედ ორი სეზონი მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მქონდა და მაშინ უთამაშებლობა რთული იყო. თუმცა, საბოლოოდ, იმ სეზონში 23 თამაში ჩავატარე, მათ შორის, 6 ჩემპიონთა ლიგაზე.

ზოგიერთი თითქოს სამართლიანად აღნიშნავს, რომ სერია B-ში კიელინიც დარჩა, მაგრამ მაშინ ვინც, ნამდვილად მსხვერპლი გაიღეს, პაველი, ალექსი, ჯიჯი, დავიდი და მაურო იყვნენ. ისინი იყვნენ მსოფლიოს ჩემპიონები, ოქროს ბურთის მფლობელები. სწორედ იმ პერიოდში გუნდში ყოფნა დამეხმარა, რომ გავმხდარიყავი ის ფეხბურთელი, როგორიც დღემდე ვიყავი.

რა თქმა უნდა, დელ პიერო „იუვენტუსის“ მთელი ცხოვრების სიმბოლო იყო, ის ამოსავალი წერტილია, რომელმაც ბევრი მისცა „იუვეს“ და ასევე ბევრი გაიღო ჩემთვის, რადგან დამეხმარა „იუვეში“ თამაშის ფასეულობის გაგებაში“.

„იუვეში“ გატარებული 17 წლის დახასიათება ერთი ფოტოთი

„ფოტო, როდესაც „რეალის“ წინააღმდეგ ვთამაშობდი და თავი შეხვეული მაქვს (2015 წლის 5 მაისი – რედ). არ ვიცი, იმ ფოტოში რას ვაკეთებდი, მაგრამ ეს ჩემი კარიერის მთავარი სურათია. მშვენიერი სეზონი იყო. შემდეგ გახლდათ ფინალი, რომელშიც არ მითამაშია („ბარსელონასთან“ 1:3 – რედ), თუმცა, რომც მეთამაშა, არაფერი შეიცვლებოდა. მგონი, ეს იყო ერთადერთი სეზონი, რომელიც მთლიანად ტრავმების გარეშე ჩავატარე, მაგრამ სამწუხაროდ ფინალამდე 3 დღით ადრე დავშავდი. ალბათ, ეს ბედისწერა იყო”.

ბონუჩი, ახალი კაპიტანი

„სინამდვილეში ლეო აქამდეც ხშირად იყო კაპიტანი, უბრალოდ ახლა უფრო მარტო იქნება. იგივე განცდას იგრძნობს, რაც მე ვიგრძენი ჯიჯის წასვლისას. მარტო ყოფნა გაძლევს საშუალებას შეავსო შენი თანაგუნდელის მიერ დატოვებული სიცარიელე და ეს სწორი გზით გააკეთო. ლეო აქვს საამისო ხასიათი. იმედი მაქვს, რომ ლეო მომდევნო სეზონში კაპიტნის რანგში პირველ ტიტულს აღმართავს“.

მისი ბოლო სეზონები

„კარგი იქნებოდა მეათე სკუდეტო მოგვეგო, მაგრამ ჩვენ მაინც რაღაც წარმოუდგენელი გავაკეთეთ. ვფიქრობ, „იუვესთვის“ ბევრი გავიღე, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი მივიღე, გამიმართლა, რომ ამ კლუბის ისტორიაში გარკვეული გვერდები მეც დავწერე. სინანული? ბერლინის ფინალი, მაშინ ტრავმები არ მქონდა, ფინალამდე 5 დღით ადრე კი, მაგრამ შემდეგ მივიღე და ფინალში ვერ ვითამაშე. კარდიფის ფინალი ერთი ყველაზე ცუდი მარცხი იყო ჩემს კარიერაში, თუმცა, იქამდე მისვლა იოლი არ არის და ეს უნდა დაფასდეს. იმედგაცრუება არსებობს, მაგრამ არა სინანული, რადგან ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ“.

მომავალი

„რა თქმა უნდა, ახლა ახალი რაღაცების სწავლა მომიწევს, მაგრამ ამას იგივე მონდომებით და ერთგულებით გავაკეთებ, როგორც ყოველთვის ვაკეთებდი. ჩემს თავს მომავალშიც „იუვეში“ ვხედავ, ოღონდ სხვა როლში“.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინიმ „იუვენტუსში“ 2005-2022 წლებში 561 მატჩი ჩაატარა და 36 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …