მთავარი / სიახლეები / სერია A / ბარძალი: “ინტერის” შეტევის და “იუვეს” დაცვის დაპირისპირება გადამწყვეტი იქნება”

ბარძალი: “ინტერის” შეტევის და “იუვეს” დაცვის დაპირისპირება გადამწყვეტი იქნება”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა ანდრეა ბარძალიმ Gazzetta Dello Sport-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც „დერბი დ’იტალიას“ შესახებ ისაუბრა. იტალიელმა მცველმა ორივე გუნდის ირგვლივ დეტალურად ისაუბრა და თქვა, რომ ფრე ალბათ ორივეს დააკმაყოფილებს.

„ისტორიული დაპირისპირებაა. „ინტერი“ ძალიან მაღალი ხარისხის გუნდია, რომელიც უფრო აქტიურ ფეხბურთს თამაშობს, ვიდრე შარშან, მაგრამ დაცვაში უფრო მეტ გოლს უშვებს. მიუხედავად ამისა, მაინც კარგი სტარტი ჰქონდათ, ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაკარგეს, მაგრამ ხარისხიანი შემცვლელებიც დაიმატეს.

შარშან „იუვეს“ გაცილებით მეტის გაკეთება შეეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ორი ტიტულის მოგება უმნიშვნელო შედეგი არ არის, მაგრამ სტაბილურობა არ ჰქონდათ. „ინტერმა“ სეზონის მეორე ნახევარი შესანიშნავად ჩაატარა, ახლა კი ვფიქრობ შანსი 50-50%-ზეა.

ბარელა და ლოკატელი? განსხვავებული მოთამაშეები არიან, მაგრამ ვფიქრობ, რომ მრავალი წლის განმავლობაში იქნებიან იტალიის ნაკრების ნახევარდაცვის ნაწილი. ბარელას შარშან შესანიშნავი სეზონი ჰქონდა ევროპის ჩემპიონობამდეც, ლოკატელიზე კი უკვე გამოვთქვი ჩემი აზრი – წლების განმავლობაში არ გვყავდა ასეთი გადამწყვეტი და მზადმყოფი ნახევარმცველები.

ვინ იქნება ამ მატჩში გადამწყვეტი? არ მინდა სახელების დასახელება, ვფიქრობ, „ინტერის“ შეტევისა და „იუვენტუსის“ დაცვითი ფაზის დაპირისპირება გადამწყვეტი იქნება. თუ „ინტერი“ წააგებს, მისთვის ძლიერი დარტყმა იქნება, თუ მოიგებს, ძალიან გაექცევა „იუვეს“. ალბათ, ფრით ორივე გუნდი კმაყოფილი იქნება.

უფრო ძლიერი გუნდი? ინდივიდუალურად „ინტერი“ ჩემი აზრით, ურო მზადაა, მაგრამ როცა „იუვეს“ დიბალა და ყველა ფეხბურთელი დაუბრუნდება, ისინი ნაკლები არ არიან. ორივე გუნდს ხარისხიანი შემადგენლობა ჰყავს.

სკუდეტო? ამჟამად „ნაპოლის“ და „მილანს“ რაღაც უფრო მეტი აქვთ. ორივე გუნდს ჰყავს ახალგაზრდა და გამოცდილი მოთამაშეების ნაზავი და აქვთ დიდი ენთუზიაზმი. „ინტერს“ და „იუვესაც“ შეუძლიათ ბრძოლაში ჩაბმა, ძალიან ღია და მძიმე ჩემპიონატი იქნება“, – თქვა ბარძალიმ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 24 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

სარი: “არასდროს მითქვამს, რომ “იუვეს” ამ შემადგენლობის გაწვრთნა შეუძლებელია”

რომის „ლაციოს“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „იუვენტუსთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, არასდროს …

მასიმილიანო ალეგრის პრესკონფერენცია “ლაციოსთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ რომის „ლაციოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა მოახლოებულ …