მთავარი / სიახლეები / ბარძალი: “ახალგაზრდებისთვის “იუვეში” თამაში ტვირთია, მაგრამ ფაჯოლი შესანიშნავია”

ბარძალი: “ახალგაზრდებისთვის “იუვეში” თამაში ტვირთია, მაგრამ ფაჯოლი შესანიშნავია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა ანდრეა ბარძალიმ DAZN-ის ეთერში „იუვეს“ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ისაუბრა, განსაკუთრებით კი ნიკოლო ფაჯოლიზე, რომელთანაც ერთად ტურინულ გრანდში მას ამხანაგურ მატჩებშიც უთამაშია.

„უნდა გვესმოდეს, რომ პატარა ბიჭებსაც ნდობა სჭირდებათ, რომ ითამაშონ და თავი გუნდის ნაწილად იგრძნონ. ასე რომ, როდესაც ხანდახან თავის წარმოსაჩენად მხოლოდ რამდენიმე წუთი გაქვს, ეს ადვილი არ არის.

ფაჯოლის ვიცნობ, მირეტის – არა. ნიკოლოს შესანიშნავი ტექნიკა აქვს და ფეხბურთის თამაში იცის. ბუნებრივია, რომ ამ ასაკში „იუვენტუსში“ თამაში ადვილი არ არის, ეს ტვირთია, რადგან ამ მომენტში დიდი მოლოდინია და ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც მოსალოდნელია. ამ ბიჭებისთვის შანსის მიცემა, ამ ენერგიის დანახვა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია“, – თქვა ბარძალიმ.

შემთხვევითი სიახლე

პესოტო: “სპორტინგი” ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტი და ძლიერი გუნდია”

ევროპა ლიგის წილისყრა ჯანლუკა პესოტომ შეაფასა. როგორც მან თქვა, „სპორტინგი“ ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტია, ამიტომაც, …

სერსე კოზმი: “იუვეში” ჰოლანდიც ვარჯიშობდა და კვარაცხელიაც ხელიდან გაუშვეს”

იტალიელმა მწვრთნელმა სერსე კოზმიმ დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე „ნაპოლიმდე“ ტურინის „იუვენტუსი“ მუშაობდა. მან ასევე …