პაულო დიბალა სეზონის ბოლოს „იუვენტუსს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და ერთ-ერთი კლუბი, რომელსაც უკავშირებენ, „ბარსელონაა“. თუმცა, კატალონიური გამოცემა El Nacional-ი იტყობინება, რომ არგენტინელი „ბლაუგრანაში“ არ გადავა.
წყაროს თანახმად, „ბარსას“ მთავარ მწვრთნელ ჩავის დიბალა არ მოსწონს და მას „გადაფასებულ“ ფეხბურთელად მიიჩნევს, ამიტომაც, კლუბი არ აპირებს მისთვის შეთავაზების გაკეთებას.
პაულოს „ბარსელონას“ გარდა, მადრიდის „ატლეტიკოსა“ და მილანის „ინტერს“ უკავშირებენ. სწორედ ეს გუნდები მიიჩნევენ მისთვის ბრძოლაში ფავორიტად.