მთავარი / სიახლეები / “ბაიერნის” დირექტორი ტურინში დღეს დე ლიხტის ტრანსფერის დასახურად ჩავა

“ბაიერნის” დირექტორი ტურინში დღეს დე ლიხტის ტრანსფერის დასახურად ჩავა

მიუნხენის „ბაიერნი“ მატაის დე ლიხტზე ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდელი ტურინში გუნდს შეკრებაზე შეუერთდა, მისი წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

როგორც იტალიური მედია იტყობინება, დღეს „ბაიერნის“ სპორტული დირექტორი და „იუვეს“ ყოფილი ფეხბურთელი ჰასან სალიჰამიჯიჩი ტურინში იქნება და „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობას ტრანსფერის დასრულებაზე პირადად მოელაპარაკება.

„ბაიერნი“ დე ლიხტს 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, ხოლო „იუვე“ მინიმუმ 90 მილიონ ევროს ითხოვს, რომ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ.

შეგახსენებთ, რომ მატაის დე ლიხტი „იუვენტუსში“ 2019 წლიდან თამაშობს და 117 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ფერერო და სკანავინო ფეხბურთელებს: “ახლა, ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტი ჯანლუკა ფერერო და აღმასრულებელი დირექტორი მაურიციო სკანავინო ფეხბურთელებს შეხვდნენ. კლუბის ახალმა ხელმძღვანელებმა …

ბონუჩი: “იუვენტუსი” 7-თავიანი დრაკონია”

ლეონარდო ბონუჩიმ სოციალურ ქსელში „იუვენტუსის“ დასჯის შემდეგ კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა. მან ინსტაგრამსთორიში დაწერა, რომ …