ბერგამოს „ატალანტა“ ტურინის „იუვენტუსიდან“ მერიჰ დემირალს გამოისყიდის. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი რომეო აგრესტი ავრცელებს.
თურქი მცველი ბერგამოელებს გასულ ზაფხულს იჯარით შეუერთდა, მაგრამ „ატალანტა“ მას გამოისყიდის და „იუვე“ 20 მილიონ ევროზე ოდნავ მეტ თანხას მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ მერიჰ დემირალმა „იუვენტუსში“ 2019-2021 წლებში 32 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.