ბერგამოს „ატალანტა“ ტურინის „იუვენტუსიდან“ მერიჰ დემირალს გამოისყიდა. ამის შესახებ იტალიური კლუბის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.
ბოლო დღეებში ვითარება შეიცვალა და ბერგამოელებმა თურქი მცველის გამოსყიდვა გადაწყვიტეს, მაშინ, როცა მანამდე საპირისპირო ცნობა ვრცელდებოდა. იტალიური მედიის ინფორმაციით, “იუვემ” ტრანსფერში 20 მილიონი ევრო მიიღო.
შეგახსენებთ, რომ მერიჰ დემირალი „იუვენტუსში“ 2019-2021 წლებში თამაშობდა და 32 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მან გასული სეზონი იჯარით „ატალანტაში“ გაატარა.