ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელ არკადიუშ მილიკს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც ტრავმის სერიოზულად დაადასტურა.
პოლონელ ფეხბურთელს ბარძაყი აქვს დაზიანებული და მინიმუმ ორი კვირა ვერ ითამაშებს. როგორც „იუვეს“ ვებგვერდი იტყობინება, პოლონელს ხელახალი გამოკვლევა ორ კვირაში ჩაუტარდება და ამის შემდეგ დადგინდება ზუსტი დრო, როცა მოედანზე დაბრუნებას შეძლებს.
იტალიური მედია ვარაუდობს, რომ მთლიანობაში 28 წლის თავდამსხმელს ორი თვე გაუცდება.
არკადიუშ მილიკმა ტრავმა „მონცასთან“ მატჩში მიიღო, როცა თამაშში შეცვლაზე ჩაერთო, მაგრამ 23 წუთში დაშავდა და გუნდს 10 კაცით თამაშის დასრულება მოუწია, რადგან მასიმილიანო ალეგრის ცვლილებათა ლიმიტი უკვე ამოწურული ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ არკადიუშ მილიკი „იუვენტუსში“ იჯარით თამაშობს და მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი.