ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემ გლეისონ ბრემერის ტრანსფერსა და ალვარო მორატას შესაძლო დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, „ატლეტიკოდან“ ესპანელი ფორვარდის დაბრუნება არ იგეგმება:
„ბრემერი „ინტერს“ წავართვით? ეს არ არის ბედნიერების საკითხი, არამედ სატრანსფერო ბაზარი ღიაა და კლუბი აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს. მორატას დაბრუნება? არა, ამ საკითხზე სიახლე არ არის“, – თქვა არივაბენემ.