მთავარი / სიახლეები / ლუჩანო მოჯი ბრემერზე, დი მარიაზე, პოგბაზე, დე ლიხტსა და ძანიოლოზე…

ლუჩანო მოჯი ბრემერზე, დი მარიაზე, პოგბაზე, დე ლიხტსა და ძანიოლოზე…

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ Tuttojuve-ს მცირე ინტერვიუ მისცა, რომელშიც განაცხადა, რომ გლეისონ ბრემერი შესანიშნავი შენაძენია და ის მატაის დე ლიხტზე უკეთესი მცველია.

გარდა ამისა, მოჯიმ ანხელ დი მარიაზე, პოლ პოგბასა და ნიკოლო ძანიოლოზე გააკეთა კომენტარი.

– გახდება თუ არა, გატი ძირითადი შემადგენლობის წევრი?

– ჩემი აზრით კი, მაგრამ მე ვარ ადამიანი, ვინც რისკზე მიდის ხოლმე. ცოტა სითამამეა საჭირო. გასაგებია, რომ „იუვეს“ გამარჯვებისთვის ლოდინი არ შეუძლია.

– არის თუ არა, ბრემერი აწმყოსთვის და მომავლისთვის შესაფერისი ადამიანი?

– დე ლიხტმა ბევრი შეცდომა დაუშვა და ბევრი პენალტი აიკიდა. მეტოქეზე დასწრების მომენტში ნიდერლანდელი ხშირად არასწორ დროს არჩევდა. გარდა ამისა, იყო ხელით ბევრი თამაში და ბევრი შეცდომები. დე ლიხტის შეცვლა რთული არ არის. უფრო მეტიც, ბრემერი უკეთესი იქნება. „იუვენტუსის“ მენეჯერებმა კარგად იმუშავეს.

– არის თუ არა ბრემერი საუკეთესო შენაძენი ამ დროისთვის მიმდინარე ზაფხულს, დი მარიას და პოგბას გათვალისწინებით?

– პოზიციის მიხედვით კი. დიახ, ეს არის საუკეთესო შენაძენი, ყველაზე შესაფერისი. კმაყოფილი ვარ, ყველას ვეუბნებოდი, რომ ძანიოლოზე უარი უნდა ეთქვათ და ბრემერი შეეძინათ. დი მარია ჩემპიონია, რომელსაც მეორე თავდამსხმელად ან გარემარბად თამაში შეუძლია. ახლა საჭიროა კიდევ ერთი თავდამსხმელი, მორატას სტილის მქონე. არგენტინელთან ერთად „იუვენტუსი“ უფრო მეტად ევროპული გუნდი ხდება. პოგბა კი ის არის, ვინც ნახევარდაცვას აკლდა.

– რატომ არა ძანიოლო?

– ის არ არის განსაკუთრებული, სპეციალისტი. სასიამოვნო სანახავია მისი თამაში, რადგან მებრძოლია და ურტყამს კარში, მაგრამ არ აკეთებს იმას, რაც ამ „იუვეს“ სჭირდება ვლაჰოვიჩის დასახმარებლად.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …