მთავარი / სიახლეები / არივაბენე: “ვლაჰოვიჩი ზლატანს ჰგავს, ზაფხულში ხმაურიან ტრანსფერებს არ ვაპირებთ”

არივაბენე: “ვლაჰოვიჩი ზლატანს ჰგავს, ზაფხულში ხმაურიან ტრანსფერებს არ ვაპირებთ”

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემ იტალიურ მედიასთან იტალიის თასის ფინალის წინ კომენტარი გააკეთა. მან არა მარტო „ინტერთან“ მატჩზე, არამედ დუშან ვლაჰოვიჩზე, ჯორჯო კიელინისა და სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.

„ფინალია და ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია, მაგრამ ჩვენი პირველი მიზანი ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იყო და ეს მიზანი მიღწეულია. სეზონზე ჩემი შეფასება დადებითია, რადგან როგორც ვთქვი, მიზანი მიღწეულია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პროგრესი, რომ უფრო მაღლა და მაღლა ავიდეთ.

ვლაჰოვიჩზე დისკუსია შეუძლებელია. მახსოვს იბრაჰიმოვიჩი, რომელსაც „იუვეში“ ყოფნის პირველ წელს აკრიტიკებდნენ, შემდეგ აფეთქდა. ფეხბურთელს უნდა ვენდოთ და ის მშვიდად უნდა გაიზარდოს. დიდ გუნდში თამაშს დრო სჭირდება და სწორედ დრო გვიჩვებს რა ღირებულების მოთამაშეა.

ზაფხულში უცნაური სატრანსფერო პერიოდი იქნება, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატი მხოლოდ ამის მერეა. ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ალბათ უფრო მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ არ ვაპირებთ ხმაურიან ტრანსფერებს.

კიელინი პატივისცემას იმსახურებს. ის თავის მომავალზე ფიქრობს და როცა გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩვენ მზად ვიქნებით პატივი ვცეთ მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას“, – თქვა არივაბენემ.

შემთხვევითი სიახლე

“იუვენტუსმა” იანვარში შესაძლოა დანიელი მცველი დაიმატოს

ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა ბერგამოს „ატალანტასა“ და დანიის ნაკრების განაპირა მცველი იოაკიმ მაეჰლე დაიმატოს. 25 წლის …

რაბიო: “შეიძლება “იუვეში” დავრჩე ან წავიდე, ჯერ დრო მაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ადრიენ რაბიომ ფრანგულ მედიასთან თავის მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არაფერს გამორიცხავს …