ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემ პაულო დიბალასთან კონტრაქტის განახლებაზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ყველა ფეხბურთელმა თავისი ღირსება უნდა დაამტკიცოს.
„შემადგენლობასთან დაკავშირებული კითხვის პასუხი მარტივია: ჩვენი ფეხბურთელების 80% ეროვნული ნაკრებების ფეხბურთელები არიან. ეს გუნდი მშენებარეა, ახალი მოთამაშეები უერთდებიან ფეხბურთელებს, რომელთაც უფრო მეტი გამოცდილება აქვთ. ასე გავაგრძელებთ გამარჯვებების მოპოვებას.
დიბალას კონტრაქტი? ვთქვით, რომ თებერვალში ფეხბურთელებთან დავსხდებით და ვისაუბრებთ. ყველამ უნდა დაამტკიცოს თავიანთი ღირსება და ღირებულება. ყველამ თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს და შეფასებაც ასე ხდება. წინ ვიყურებით და ვცდილობთ მივაღწიოთ მიზნებს, რომლებიც ერთად დავისახეთ“, – თქვა არივაბენემ.