ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემ პაულო დიბალას შესახებ კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, თებერვალში მიუსხდებიან მაგიდას და მოლაპარაკებებს გამართავენ, იქამდე ამ საკითხზე გარკვეული არაფერი არ არის.
„დიბალას გოლის აღნიშვნა? მეც გოლს ვზეიმობდი და არ მინახავას, მერე მითხრეს. ეს შესანიშნავი შეტევა იყო, არტურის და კინის პასებით და დიბალას გოლით. ფეხბურთელის რეაქციაზე კომენტარს არ ვაკეთებ. არუს თუ არა დიბალასთან კონტრაქტის განახლების სურვილი? თებერვალში ვისაუბრებთ. აქ მარტო დიბალა არ არის, კუადრადო, პერინი, ბერნარდესკი და დე შილიო, ყველას კონტრაქტი ეწურება. თებერვალში ყველას დაველაპარაკებით, მათ შორის დიბალას. თუ მეშინია სხვა გუნდების გააქტიურების? არავითარი შიში არ არის, ისინი არიან ფეხბურთელები, რომლებთანაც შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, „იუვესთან“ ძალიან დაკავშირებულები არიან. შეხვედრა თებერვალშია დანიშნული. მარსიალი? ციფრებით, რომელზეც ინგლისში საუბრობენ, არაფერი გამოვა. არ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ტრანსფერი შედგება“, – თქვა არივაბენემ.