ანდრეა ანიელიმ, რომელმაც „იუვენტუსის“ პრეზიდენტის პოსტი დატოვა, ხაზი გაუსვა ახალგაზრდული გუნდის მნიშვნელობას და მაგალითად, ნიკოლო ფაჯოლი და ფაბიო მირეტი მოიყვანა.
როგორც მან თქვა, რამდენიმე წელიწადში პირველი გუნდის ნახევარი შემადგენლობა „იუვეს“ აღზრდილი ფეხბურთელებით იქნება დაკომპლექტებული.
„მირეტი და ფაჯოლი სატრანსფერო ბაზარზე დანაზოგია. ჩემი აზრით, რამდენიმე წელიწადში, დაახლოებით 5-8 წელში ჩვენი პირველი გუნდის შემადგენლობის 50% ჩვენი ახალგაზრდული სექტორიდან უნდა იყოს დაკომპლექტებული“, – თქვა ანიელიმ.
შეგახსენებთ, რომ ანდრეა ანიელი “იუვენტუსის” პრეზიდენტი 2010 წლიდან იყო და კლუბმა ამ პერიოდში 19 ტიტული მოიგო, 9-ჯერ სკუდეტო, 5-ჯერ იტალიის თასი და 5-ჯერ იტალიის სუპერთასი. გარდა ამისა, ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.