მთავარი / სიახლეები / ანდრეა პირლოს გამოსამშვიდობებელი წერილი

ანდრეა პირლოს გამოსამშვიდობებელი წერილი

ანდრეა პირლომ ფეისბუქში წერილი გამოაქვეყნა და „იუვენტუსს“ დაემშვიდობა. მან დაადასტურა, რომ სამწვრთნელო კარიერის გაგრძელება სურს და ახალ გამოწვევებს ელოდება.

„მწვრთნელის რანგში ჩემი პირველი სეზონი დასრულდა. ეს იყო ინტენსიური, რთული, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ბრწყინვალე წელი. როდესაც „იუვენტუსმა“ დამირეკა, არ მიფიქრია იმ რისკებზე, რომლის წინაშეც ვიდგებოდი, თუმცა ეს საკმაოდ აშკარა იყო. ამ მაისურის პატივისცემისთვის და თამაშში უმაღლეს დონეზე ჩართვის სურვილმა პროექტისთვის, რომელიც შემოთავაზებული იყო, ეს ნაბიჯი გადამადგმევინა.

უკან რომ დავბრუნდე, ზუსტად იგივე არჩევანს გავაკეთებდი, თუმცა ცნობილი იყო ყველა დაბრკოლება, რომელიც მე დამხვდა, ყველასთვის ასეთ რთულ პერიოდში, რაც ხელს უშლიდა უკეთ განმეხორციელებინა ჩემი განზრახვები და ჩემი თამაშის სტილი, მაგრამ მივაღწიე მიზნებს, რაც დამისახეს.

ამ თავგადასავალმა, მოულოდნელი დასასრულის მიუხედავად უფრო ნათლად წარმოაჩინა თუ რა მსურს ჩემს მომავალში და იმედი მაქვს, რომ ისეთი სრულყოფილი და კმაყოფილებით სავსე იქნება, როგორც ფეხბურთელობისას განვიცადე. დროა თამაშს დავუბრუნდეთ და ახალ გამოწვევებს შევხვდეთ. თუმცა, მადლობა მინდა გადავუხადო „იუვენტუსის“ ოჯახს და ყველას ვინც ამ სეზონში ჩემთან ახლოს იყო“, – დაწერა პირლომ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ანდრეა პირლოსთან ერთად “იუვემ” იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი მოიგო, სერია A-ში მე-4 ადგილზე გავიდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში გამოეთიშა. 52 მატჩიდან პირლოს თავკაცობით “იუვენტუსმა” 34 მატჩი მოიგო, 10 ფრე ითამაშა, 8-ჯერ კი წააგო. აღსანიშნავია, რომ მას მუშაობის დაწყებამდე გამოცდილება არ ჰქონდა და ის თავიდან 23-წლამდე გუნდის თავკაცად წარადგინეს.

Si è conclusa la mia prima stagione da allenatore. È stato un anno intenso, complicato ma in ogni caso meraviglioso….

Posted by Andrea Pirlo on პარასკევი, 28 მაისი, 2021

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …