მთავარი / სიახლეები / ანდრეა ანიელი: “ყველაზე მეტად გული ვან პერსის ჩავარდნილ ტრანსფერზე მწყდება”

ანდრეა ანიელი: “ყველაზე მეტად გული ვან პერსის ჩავარდნილ ტრანსფერზე მწყდება”

ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტი ანდრეა ანიელი ფაბიო პარატიჩის დაემშვიდობა და მასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. ანიელიმ პარატიჩის გარდა სუპერლიგის საკითხზეც ისაუბრა.

„მადლობას ვუხდი პირლოს და თავის სტაფს, ბარონიოს, ტუდორს, გალიარდის, ბერტელის.  10 წელიწადში პირველ ჩავარდნაზე საუბრობენ სეზონშიც, რომელშიც ჩემპიონთა ლიგაზე გავედით და ორი ტიტული მოვიგეთ, მაშინ გამოდის, რომ სხვებს ყოველწელს ჩავარდნა აქვთ. რთული წელი იყო პანდემიიდან გამომდინარე, ამ წალიდან უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ ვისწავლოთ დაშვებული შეცდომებით. ალეგრისთან და მის სტაფთან გრძელვადიანი შეთანხმება გვაქვს და ყველა ბედნიერები ვართ.

აქ სხვა კითხვებზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ, მაგრამ ჩემით ვიტყვი სხვა საკითხის შესახებ: მრავალი წლის განმავლობაში ვცდილობდი ევროტურნირები შემეცვალა ECA-ს გუნდების დახმარებით, კრიზის ნიშნები კოვიდპანდემიამდეც აშკარა იყო. 2019 წლის ერთობლივი წინადადება შესანიშნავი იყო და უეფაშიც თანახმა იყვნენ. სუპერლიგა არ არის გადატრიალება, მაგრამ ხმის ამაღლება აშკარა კრიზისის წინააღმდეგ, სისტემისთვის, რომელიც უფსკრულისკენ მიემართება. პროცესი, რომელსაც უეფა მართავს, არაეფექტურია.

უეფა გვემუქრება სამ კლუბს, მაშინ, როცა თავიდან მხარდამჭერები უეფაშიც გვყავდნენ, მაგრამ მათ დააშინეს სხვა კლუბები და ახლა ჩვენ გვექმურებიან. საბედნიეროდ ვიცი, რომ უეფაში ყველა ასე არ ფიქრობს და დიალოგის სურვილი უცვლელად რჩება. თითქმის ყველა თანხმდება, რომ არსებული მოდელი უნდა შეიცვალოს. „იუვენტუსი“, „ბარსელონა“ და მადრიდის „რეალი“ მზად არიან გააკეთონ ფეხბურთში რეფორმა, მაგრამ უეფაში ამ სიტუაციის ეშინიათ.

ჩვენ აქ ვართ პირველ რიგში პარატიჩისთან გატარებული 11 წლის აღსანიშნავად. ბევრი მოვიგეთ, ბედნიერი მომენტები განვიცადეთ, შევქმენით სპორტის განვითარების ისეთი დიდი პროექტები, როგორიც „იუვენტუსის“ ქალთა და 23-წლამდე გუნდებია. მახსენედება ბევრი ფეხბურთელი, რომელიც მან აქ მოიყვანა. უპირველესად სამს გამოვყოფ: ტევესს, დიბალას და კრიშტიანუ რონალდუს. ჩემი ერთადერთი სინანული? ვან პერსი, რომელსაც ვახშამი სახლში მოვუწყვე, მაგრამ არ გამოვიდა.

ვფიქრობ, რომ პარატიჩის სახით „იუვეში“ ბიჭი მოვიდა და კაცი წავიდა. ინსტიქტური ადამიანი, რომელიც ნიჭიერია, მაგრამ ასევე აქვს დიდი პასუხისმგებლობსი გრძნობაც. პარატიჩი „იუვე“ ფეხბურთის ისტორიაში ურთულეს მომენტში მართა. სეზონის დასრულების შემდეგ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა, რამდენიმე საათის განმავლობაში და ორივე შევთანხდით, რომ სწორი იყო სხვადასხვა გზით წასვლა. ალეგრის დაბრუნება უბრალოდ ამას მოჰყვა და არავითარი სხვა გარემოვლენა არ ჰქონია, მის დაბრუნებას ამ გადაწყვეტილებასთან საერთო არ აქვს. ჩემი სახელით და „იუვეს“ სახელით მადლობა ამ ფანტასტიკური 11 წლისთვის“, – თქვა ანიელიმ.

შემთხვევითი სიახლე

დე ლიხტი: “იუვეზე” ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებები არასწორად გაიგეს”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა მატაის დე ლიხტმა განაცხადა, რომ მის მიერ გაკეთებული კომენტარი „ბიანკონერის“ შესახებ …

“იუვეს” სავარაუდო შემადგენლობა “სასუოლოსთან”

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს პირველ ტურში 15 აგვისტოს, „სასუოლოს“ უმასპინძლებს. მატჩამდე ორი დღით ადრე იტალიურ …