ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა მასიმო ამბროზინიმ განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის „ბენფიკა“ ნამდვილი გუნდია, „იუვენტუსი“ კი – არა და ბევრი პრობლემა აქვს.
„იუვენტუსმა“ ამ სეზონში უკვე მესამედ ვერ შეინარჩუნა უპირატესობა პირველი გოლის გატანის შემდეგ – „რომასთან“, „ფიორენტინასთან“ და ახლა. მხოლოდ პერინმა და ბონუჩიმ აარიდეს გუნდს მესამე გაშვებული გოლი. „იუვეში“ ხარისხისა და ფიზიკური კონდიციების ნაკლებობაა, შეცვლებითაც სიტუაცია არ შეცვლილა, ამ მომენტში ცხადია, რომ „ბენფიკა“ უფრო მეტად გუნდია, ვიდრე „იუვენტუსი“, – თქვა ამბროზინიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგაზე ორ ტურში ქულა არ მოუპოვებია და ისტორიაში პირველად წააგო ჯგუფურ ეტაპზე საწყისი ორივე მატჩი. სეზონში ჩატარებული 8 მატჩიდან კი „ბებერმა ქალბატონმა“ მხოლოდ ორი მოიგო, რაც კატასტროფული შედეგია.