ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ალექს სანდრო კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაცია ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ გაავრცელა.
საქმე ისაა, რომ ალექს სანდრო სანაკრებო შეკრებაზეა და ბრაზილიაში იმყოფება, ამდენად „იუვეს“ სხვა ფებხურთელებთან ბოლო დღეებში კონტაქტი არ ჰქონია. სამხრეთამერიკელი გამოჯანმრთელებამდე კარანტინში დარჩება.
ალექს სანდროს „ვერონასთან“ 6 თებერვალს გასამართი მატჩის გამოტოვება მოუწევს, შემდეგ კი სავარაუდოდ გუნდს დაუბრუნდება.