მთავარი / სიახლეები / ზაკარია: “იუვეს” ჩემი სახით მებრძოლი ფეხბურთელი შეუერთდა, რომელიც ყველაფერს გაიღებს”

ზაკარია: “იუვეს” ჩემი სახით მებრძოლი ფეხბურთელი შეუერთდა, რომელიც ყველაფერს გაიღებს”

ტურინის „იუვენტუსის“ ტელევიზიასთან დენის ზაკარიამ პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც 25 წლის შვეიცარიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ამ კლუბში გადასვლა მისთვის დიდი პატივი და ყველაფერს გააკეთებს, რომ გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმაროს.

„იუვენტუსთან“ კონტრაქტის გაფორმება ჩემთვის განსაკუთრებული მოვლენაა. ეს ჯერ კიდევ არ მაქვს გაცნობიერებული. შესანიშნავი კლუბია, ჩემთვის დიდი პატივია და ვამაყობ, რომ მისი ნაწილი ვარ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი წვლილი შევიტანო. შემიძლია გუნდს დავეხმარო ბურთის მოპოვებაში, ეს ჩემი ერთ-ერთი თვისებაა. ასევე შემიძლია გუნდისთვის დინამიზმის მიცემა. ჩემი მენტალიტეტით შემიძლია წვლილი შევიტანო ყველა თამაშის მოგების სურვილში, მიუხედავად იმისა, რომ ეს გუნდის მენტალიტეტში უკვე არის.

მსურს ჩემი ენერგია გადავცე გუნდს და მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევაში. ჩემი მიზანია „იუვენტუსში“ ტიტულების მოგება, ეს არის დიდი კლუბი და ყოველწლიურად რაღაც უნდა მოიგოს. ჩემთვის მნიშვნელოვანია კარგად თამაში, გულშემატკივრების გახარება და ტიტულების მოგება.

რატომ 28 ნომერი? ეს არის ნომერი, რომლითაც თამაში დავიწყე „სერვეტში“, ასევე მქონდა „იანგ ბოისში“. „გლადბახში“ 8 ნომერი ვიყავი, მაგრამ აქ მქონდა ისევ 28 ამერჩია. ეს არის რიცხვი, რომელსაც ჩემთვის ყოველთვის იღბალი მოჰქონდა და იმედი მაქვს, რომ აქაც სიკეთეს მომიტანს.

„იუვენტუსის“ გულშემატკივრებს მინდა ვუთხრა, რომ გუნდში არის ახალი მებრძოლი მოთამაშე, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გუნდს უმაღლესი დონის შედეგების მიღწევაში დაეხმაროს. მინდა, აქ ტიტულები მოვიგო, „იუვენტუსში“ გულშემატკივრები უნდა გაახაროს და იმედი მაქვს, ამას უკვე მომდევნო მატჩშივე გავაკეთებ“, – თქვა ზაკარიამ.

შეგახსენებთ, რომ დენის ზაკარიამ „იუვენტუსთან“ 4.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და „იუვეს“ მისი ტრანსფერი მთლიანობაში 8 მილიონი ევრო დაუჯდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …